Home » მთავარი » ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დახმარებას ითხოვენ!

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დახმარებას ითხოვენ!

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას სტუდენტებმა განაცხადეს, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ავტორიზაცია შეუჩერდა,ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება.

სტუდნეტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთნხმება და საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მართლზომიერი. სტუდენტებს ამის არგუმეტებიც აქვთ, რომლის განხილვასაც მინისტრთან აპირებენ. სტუდენტები მოითხოვენ, რომ უმოკლეს ვადებში დაინიშნოს საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც პირნათლად და მართლზომიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

-“უნივერსიტეტი არის თბილისსა და გორში, ყველაზე დიდი პრობლემა გორის ბავშვებს აქვთ,იქ მეტი უნივერსიტეტი არ არის,რომ სხვაგან გადაიტანონ და ძალიან რთულ სიტუაციაში არიან.

იქ არიან სტუდენტები, რომლებიც ფარმაციაზე სწავლობენ და არინ მე-4 კურსზე, გორის სახელმწიფო უნივერისტეს კი ეს ფაკულტეტი არ აქვს, შესაბამისად სტუდნეტებს სტატუსის შეჩერება მოუწევთ”-აცხადებენ სტუდენტები.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...