Home » კატეგორიის გარეშე » “ჩემო თემურ, საქართველო ბრწყინავს, მაგრამ ჩვენი მოთმინებით!..”

“ჩემო თემურ, საქართველო ბრწყინავს, მაგრამ ჩვენი მოთმინებით!..”

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი კახეთში მოსახლეობას შეხვდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვერდისას გურჯაანში, ფესტივალზე შაშიაშვილს მხატვრები გაესაუბრნენ. მხატვარმა გიორგი გურასპაშვილმა თეიმურაზ შაშიაშვილს წარმატება უსურვა და უთხრა:

-საქართველო ნიჭიერი ხალხის ქვეყანაა. საქართველო ბრწყინავს, მაგრამ ჩვენი მოთმინებით, ხოდა გაუმარჯოს ჩვენი მოთმინებით გაბრწყინებულ საქართველოს“

თემურ შაშიაშვილი შეძრა ლექტორი-მხატვრის მონაყოლმა, რომელმაც თან უსინათლო მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები აჩვენა.

თემურ შაშიაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ყურადღება, ხელშეწყობა და დაფასება უნდა, მან ისიც აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დიდი ყურადღება დაეთმობა მეცნიერებას, კულტურას, ხელოვნებას და ახალგაზრდებში ნიჭის წარმოჩენას.

-მხატვარმა აგვიხსნა, თუმცა ისედაც კარგად ჩანს ნახატზე იმედი, სიყვარული და გზა, რომელისაც ეს ადამიანები თავისებურად ხედავენ, ზოგჯერ იმაზე უფრო კარგად, ვიდრე თვალხილულები-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

Facebook Comments
x

Check Also

ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. მისი განცხადებით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს ...