Home » ეკონომიკა » თუ 1000 ლარამდე შემოსავალი გერიცხებათ, სესხს 200 ლარზე მეტს ვერ აიღებთ

თუ 1000 ლარამდე შემოსავალი გერიცხებათ, სესხს 200 ლარზე მეტს ვერ აიღებთ

1 ნოემბრიდან სესხის აღების რეგულაცია იცვლება. იცვლება იცვლება სესხის მოცულობის დონე და იგი მსესხებლის შემოსავალთან მოვა შესაბამისობაში. კერძოდ, თუკი პირს 1000 ლარამდე შემოსავალი ერიცხება, 200 ლარზე მეტ თანხას ვერ აიღებს.

ერთი სიტყვით, ქვეყანაში საკრედიტო პოლიტიკა 1 ნოემბრიდან შეიცვლება.

პირველი ნოემბრიდან სიახლე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო მომავალი წლიდან არასაბანკოებსა და სესხების გამცემ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზეც გავრცელდება.

სპეციალისტების აზრით, ამ ცვლილებებს გარკვეული უარყოფითი ეფექტი ექნება.

1 ნოემბრიდან სესხი ლიმიტირებული იქნება. შემოსავალი დაიყოფა სხვადასხვა კატეგორიად – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე და ა. შ. ეს ცვლილება შეეხება მომხმარებლების ყველა ფენას, როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს. მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უფრო შეიზღუდება.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამ რეგულაციის შემდეგ სამომხმარებლო სესხები განახევრდება, ხოლო იპოთეკური სესხების მოცულობა თითქმის 70%-ით შემცირდება.

კიდევ ერთი რეგულაცია-ნოემბრიდან კომერციულ ბანკებში მსესხებელი სესხს ვერ აიღებს, თუ თანამსესხებელი მისი ოჯახის წევრი არ იქნება.

რას ნიშნავს ეს – დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

1 ნოემბრიდან განისასზღვერა ასევე სესხის ხანგრძლივობა, კერძოდ დადგინდება რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

Facebook Comments
x

Check Also

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ...