Home » მთავარი » საქართველო საერთაშორისო სწავლებაში ბატალიონის შტაბით პირველად ჩაერთო

საქართველო საერთაშორისო სწავლებაში ბატალიონის შტაბით პირველად ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მუდმივად მონაწილეობს. ამჯერად, საქართველო ბატალიონის დონის შტაბით პირველად   ჩაერთო ლიეტუვაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში „MAPLE ARCH 2018“.

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელიც ნემენჩინესთან ახლოს მდებარე რამანაუსკას ვანაგას სამხედრო საწვრთნელ ცენტრში 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის შტაბი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

წვრთნის ფარგლებში ქართველ  ოფიცრებს სამშვიდობო მხარდამჭერი ოპერაციების დაგეგმვა ლიეტუველ, პოლონელ, უკრაინელ, მონტენეგროელ, რუმინელ და თურქ პარტნიორებთან ერთად მოუწიათ. რეალურ ოპერატიულ გამოწვევებზე დაფუძნებული სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროებმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისებზე რეაგირების დროს  მართვისა და კონტროლის უნარ-ჩვევები დახვეწეს.  სწავლების ხელძღვანელობისა და მონაწილე ქვედანაყოფის მხრიდან ერთხმად აღინიშნა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი.

„MAPLE ARCH 2018“ ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით ლიეტუვა, პოლონეთი ან უკრაინა მასპინძლობს, ხოლო მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს.  საერთაშორისო წვრთნის მიზანს მრავალეროვნული ბატალიონის ხელმძღვანელობისა და შტაბის ოფიცრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს, რაც გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში  მათ კოორდინირებულად ოპერირებას და ეფექტიანად მოქმედებას შეუწყობს ხელს.

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...