რუბრიკა
თქვენი სათქმელი
ნიკოლოზ ხომასურიძე
რეჟისორი
-„უბედნიერესი ვარ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეს (მისი წმინდანად შერაცხვის დღე) შემიძლია გავაზიარო ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლის ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული, დაუვიწყარი და სამაგილოთო სიყვარულის ამბავი, რომელიც ჩვენს ფილმში გავაცოცხლეთ და ათიათასობით მაყურუბელი თვალზე ცრემლმომდგარი უყურებდა და მომავალში კიდევ მეტი ნახავს. ჩვენი ლაშქარი ვაცოცხლებთ ეროვნულ ისტორიებს, გმირებსა და კულტურას, რომელიც დღეს ამ გადაგვარებულ და დეგრადირებულ გარემოში ასე ძალიან გვჭირდება, რომ ქართველთა ის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც დღევანდელ საშინელ სიბინძურეში არ არის ჩართული და გარეული, სწორედ ექვთიმესა და ნინოს მსგავსი გმირების ღირსია და მომავალი თაობაც მათ მაგალითზე უნდა აღიზარდოს.
იმედი მაქვს ოდესმე ქართული მედია გონს მოეგება და მეტ ყურადღებას დაუთმობს თანამედროვე და ჩვენი საამაყო წარსულის მართალ გმირებს და არა დღევანდელობის იმ უღირს ქართველებსა და ნაძირალებს, რომლთაც უკვე 25 წელზე მეტია ტვინი წაიღეს ერთმანეთის ლანძღვით, უაზრო ომებითა და ჩვენი ჭკუის სწავლებით და ჩვენი ბავშვობა, სტუდენტობა, კარიერა, პირადი ცხოვრება დაგვინგრიეს, მოგვიკლეს და ახლა მომავალ თაობებს აძლევენ საშინელ მაგალითს, რომელიც არავინ იცის სად, როდის და როგორს გამოვლინდება მომავალში.
ჩემის აზრით ყველაზე ჩაძირული პოლიტიკოსები და მედია გვყავს მსოფლიოში და მინდა მორჩეს უკვე ეს აგონია.
ამიტომ მე ვირჩევ ექვთიმეს, ილიას, დავით სარაჯიშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, ფარნავაზის, რუსთველის, დავით აღამაშენებელის, გიორგი ბრწყივნალეს, ფარსმან ქველის, ვახტანგ გორგასალის, ნიკო ნიკოლაძის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, შალვა ახალციხელის, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და საქართველოსთვის ყველა თავგანწირული მეომრისა და საზოგადო მოღვაწის გზას .
ჩვენ თავად უნდა მივხედოთ ყველაზე ლამაზსა და საუკეთსო სამშობლოს – საქართველოს და გავიტანოთ, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გამარჯვებას, ბედნიერებას, სიკეთესა და ღვთის წყალობას გისურვებთ ჩემო ძვირფასებო!“