Home » მთავარი » თბილისის N9 საჯარო ბაგა-ბაღმა მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრები მიუტანა – ბავშვები ბავშვებს!

თბილისის N9 საჯარო ბაგა-ბაღმა მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრები მიუტანა – ბავშვები ბავშვებს!

თბილისის N9 საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა შემოდგომის ღონისძიება წელს განსხვავებულად ჩაატარეს – პატარებმა ნაძალადევის რაიონში მცხოვრები მიუსაფარი ბავშვებისათვის შემოდგომის ნობათი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვადასხვა საკვები პროდუქტები შეაგროვეს და ორგანიზაცია DCFG-ის მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრნენ. ბაღის დირექტორი მანანა ჭილაია მუდამ ცდილობს პედაგოგებთან ერთად პატარებს თავიდანვე ჩაუნერგონ მოყვასის სიყვარუი და სხვებისთვის სიხარულის მინიჭების უნარი.

მანანა ჭილაია

პატარებიც მშობლებთან ერთად დიდი სიხარულით ჩაებნენ საქველმოქმედო აქციაში და მიუსაფართა სახლში მისულებმა თავად აზიდეს ნობათი და საჩუქრები.

თავშესაფარში, რომელიც ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 10-მდე არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს და მათ საჭიროებებზე სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია ზრუნავს, თუმცა ამჯერად მათ გახარებაზე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა იზრუნეს.

N9-ე ბაღის ადმინისტრაციამ, მშობლების ჩართულობით, საქველმოქმედო აქცია დაგეგმა – აღსაზრდელებმა ბაღის ეზოში თათარაობა გამართეს, ჩურჩხელები ამოავლეს, საჩუქრები შეაგროვეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...