Home » არჩევნები » “აი, ვინ არის საცოდავი!..” – პრეზიდენტობის კანდიდატის ხალხისთვის სათქმელი

“აი, ვინ არის საცოდავი!..” – პრეზიდენტობის კანდიდატის ხალხისთვის სათქმელი

კახაბერ ჭიჭინაძე
პრეზიდენტობის კანდიდატი

“საცოდავია სამჩაბლოში დაღუპული რუსი ჯარისკაცი, ქვეყნისთვის თავდადებულ ანწუხელიძეს ვერასოდეს ვუწოდებ საცოდავს”

ერთმა ქალბატონმა მკითხა: “პრეზიდენტობის შემთხვევაში თუ მივაგებდი პატივს სამაჩაბლოში დაღუპულ რუს მეომრების საფლავს?”

კი მივაგებდი, რადგან მე მეცოდება ის რუსი ჯარისკაცი, რომელიც უაზროდ შეეწირა პოლიტიკურ ინტრიგებს, მიიღო ოკუპანტის, დამპყრობელის სახელი და მისი სახელი არც ოსს, არც რუსს და არც ქართველს გაახსენდება ოდესმე. რაც შეეხება ანწუხელიძეს, რადგან ის გმირია, ის არ შეიძლება იყოს საცოდავი. გმირმა, რომელმაც სამშობლოსათვის თავი გასწირა, რომელმაც საკუთარ რწმენას არ უღალატა, ასეთ კაცზე მე ვერასოდეს ვიტყვი საცოდავს. ის მაგალითია სიმამაცის, სამშობლოს სიყვარულის და ყველა ქართველმა უნდა იამაყოს მისით.

საცოდავია ხელისუფლება, რომელიც ერის და ქვეყნის კეთილდღეობაზე არ ზრუნავს.

საცოდავია, მთავრობა და პარლამენტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ოცნების ასრულებითაა დაკავებული.

საცოდავია, ზოგიერთი ტაძრის ბრმა წინამძღოლნი, ფარისეველნი და მღვდელნი, რომელთა ბაგენიც უფალს ადიდებენ და გონებაში კი ფულს უგალობენ.

საცოდავია, სამრევლო, რომელიც “ლოშნიან” მღვდელთა ხელებს და გარეთ ტაძრიდან გამოსულთ ირგვლივ ყველა სძულთ.

საცოდავია, “ქრისტიანები”, რომელნიც უფალმა მონობისაგან გაანთავისუფლა, ხოლო ისინი კვლავ ბატონს ეძიებენ, ხან ჩრდილოეთში ხან დასავლეთში…

საცოდავია, “ეროვნულები”, რომლებიც კაცის უანგარო დაძახებაზე, კურდღლებივით ბუჩქებში მიმალებიან და ვირთხებივით სოროში შეძვრებიან.

საცოდავია, ამომრჩეველი, რომელიც ანგარებით ” რას მომცემ” და სიძულვილით “ოღონდ ის არა”-თი აზროვნებს.

საცოდავია, ადამიანი, რომელსაც ვთხოვთ შეწევნას ვითარცა ერთი ძმათაგანი და ის კი გვპასუხობს: “განვედ, მე არ გიცნობ” – და ეს უკანასკნელი ყველაზე შესაცოდია, რადგან ნათქვამია უფლის მიერ: “რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ”.

საცოდავი ვარ მე, რადგან 25 წელი, ვერაფერი გაგაგონეთ და ვერაფერი დაგანახეთ.

ანწუხელიძე?!

ანწუხელიძე არასდროს იქნება საცოდავი!!!

Facebook Comments
x

Check Also

სიკეთის კეთებას დღესასწაული არ სჭირდება (ვიდეო)

ვაჟა თანიაშვილი საეთაშორისო ასოციაცია ,, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის „ რომელიც 27 წელზე მეტია ...