Home » არჩევნები » მავთულხლართების გვერდით! – „ტყეში ვერ გავდივართ, რუსების გვეშინია არ დაგვაპატიმრონ და გაგვიტაცონო…“

მავთულხლართების გვერდით! – „ტყეში ვერ გავდივართ, რუსების გვეშინია არ დაგვაპატიმრონ და გაგვიტაცონო…“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ის მჭადიჯვარის, ებნისის და ოძისის მოსახლეობას შეხვდა.

მჭადიჯვარი, ებნისი და ოძისი ეს სოფლები, რომლების ოკუპირებული ტერიტორიების გვერდით მდებარეობენ.

რა განწყობაა ხალხში და რას ფიქრობენ მავთულხლართების გვერდით ადგილობრივები? ამ კითხვით ჩვენ ზურაბ ოტიაშვილს დავუკავშირდით.

-თუ თქვენ მეკითხებით საარჩევნო განწყობაზე და ჩვენი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე, ამ მხრივ განწყობა კარგია, მაგრამ თუ საერთო ფონს გადავხედავთ-მდგომარეობაც, განწყობაც და ფიქრებიც ძალიან მძიმეა!

ადგილობრივები ამბობენ მთავრობას არ ვახსოვართ და არ აინტერესებთ ჩვენი ბედი თუ როგორ ვართო. მართლა მიტოვებულები და მოწყვეტილები არიან. ტყეში ვერ გავდივართ რომ ფიჩხი მოვიტანოთ, რუსების გვეშინია არ დაგვაპატიმრონ და გაგვიტაცონო-გვითხრეს აქაურებმა.“-განაცხადა ჩვენთან საუბარში ზურაბ ოტიაშვილმა.

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის წევრები პირადად გაესაუბრნენ თითოეულ მოქალაქეს და მათი სათქმელიც ბოლომდე მოიხმინეს.

ოტიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ 27 ოქტომბერს, 14:30 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა  ამომრჩეველთან.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...