You are here
საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ეკონომიკა მთავარი 

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში.
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იქნება.
კონკურსის მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
კონკურსის პირობების შესახებ ინოფრმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ და  ფეისბუქ-გვერდზე: www.gwa.ge  FB: Georgian Wine Association / ასოციაცია ქართული ღვინო.

Comments

comments

Related posts