Home » მთავარი » “2016 წელს 48% ძლივს აიღო „ოცნებამ“ და სალომეს როგორ ექნება 53%”

“2016 წელს 48% ძლივს აიღო „ოცნებამ“ და სალომეს როგორ ექნება 53%”

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ პალიტრანიუსის  გადაცემა  360  გრადუსში, განაცხადა, რომ ზურაბიშვილსსაპრეზიდენტო არჩევნებში 53%-ის აღება გაუჭირდება.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება, რაც ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმაგამოიწვია.

-2016 წელს 48% ძლივს აიღო „ოცნებამ“ და სალომეს როგორ ექნება 53%. თავმოყვარე მინისტრი არ უნდა მივიდეს იმ პარლამენტში.  პარლამენტს  ჰქვია  ვითომ  მაკონტროლებელი  ორგანო,  მაგრამ  იმდენად  მუნჯი  ადამიანები  სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ.

მე არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს. დანარჩენები არც კითხვას სვამენ, არც სურვილი უჩნდებათ, ერთადერთი რაც უჩნდებათ მინისტრის დანახვაზე, საკუთარი თხოვნებია.

ვფიქრობ, ძალიან მაგრად ღრმავდება კრიზისი. დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რომელსაც ეს არჩევნებიუფრო გააღრმავებს”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მეტრონომი

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...