Home » მთავარი » “საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე”

“საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე”

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე – ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ,  გადაცემა სამომავლო ხედვებზე საუბარს ვერ დაეთმო, თუმცა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ, აღნიშნულზე საუბრის საშუალება ექნება.

-“იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და სადაც რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ამას დაეთმო ეს გადაცემა.

სამწუხაროდ,  გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება იმის საშუალება, რომ ასევე საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე. იმაზე, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...