Home » არჩევნები » ” თუ საზოგადოებაში ისევ ძლიერია მორჩილება, მაშინ ყველაფერი პირველ ტურში დასრულდება სამარცხვინოდ!”

” თუ საზოგადოებაში ისევ ძლიერია მორჩილება, მაშინ ყველაფერი პირველ ტურში დასრულდება სამარცხვინოდ!”

არჩევნებამდე 2 დღე დარჩა.  რა განწყობა აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს? GmTV ცდილობს ყველა კანდიდატეს დაუკავშირდებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მათი პოზიცია დააფიქსიროს.

ამჯერად პრაზიდენტობის კანდიდატს, კახა ჭიჭინაძეს გავესაუბრეთ.

-როგორი განწყობა გაქვთ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?

-საბრძოლო განწყობა მაქვს, მიუხედავად იმისა რომ, პირობითი “მტერის” ძალას, რომელსაც სიხარბე, სიძულვილი, გაუტანლობს ჰქვია ურიცხვია.

-თქვენი პროგნოზი როგორია?

-ჩვენი საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული შედეგი. თუ საზოგადოებაში ისევ ძლიერია მორჩილება, მონობა, გაუნათლებლობა, მაშინ ყველაფერი პირველ ტურში დასრულდება სამარცხვინოდ!

-დავუშვათ მეორე ტური დაინიშნა, რა იქნება თქვენი ნაბიჯი, გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი მხარდამჭერებით ვის დაუჭერთ მხარს?

-თუ მეორე ტურში მოხვდება დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალი სახე, მე მას დავუჭერ მხარს. თუ ისევ ნაც – ქოცებს შორს გაიართება მერე ტური, ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ ორი ბოროტი ძალიდან ნაკლები ბოროტება ვარჩიო, მით უმეტეს ქართული ოცნება უკვე საკმაოდ წამოეწია ნაც მოძრობას თავისი ანტიქრთული მოღვაწეობით.

-დავუშვათ, თუ ოპოზიციის ნაწილი გავა ქუჩაში საპროტესტოდ, შეუერთდებით თუ არა აქციას?

-გააჩნია რა იქნება საბაბი, თუ ეს სამართლიანი პროტესტი იქნება შევუერთდები. ჩემთვის ხალხის ნება, არჩევანი არის წმინდა და თუ ხალხს უნდა მონობა, ძილი, სიზარმაცე, დაე იყოს ნება მათი, ესე იგი არ დამდგარა ჯერ მათი გონებრივი მწიფობის დრო და ხელისუფლებასაც უმწიფარს ისახურებს!

-დამარცხების შემთხვევაში, გააგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას?

-მე დავრჩები ისევ ის კახაბერ ჭიჭინაძე, ვინც ვიყავი აქამდე, რიგითი ჯარისკაცი, მოქალაქე, რომელიც აქტიურ საზოგადებრივ მოღვაწეობას ეწევა, თუცა მე არ ვაპირებ იმ პოლიტიკოსებს ვემსგავსო, რომელიც ყოველ არჩევნების გაფაჩუნებაზე გარბის მონაწილეობის მისაღებად. მე სხვა დროს აჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ!

-ძალიან მოკლედ, მიმართეთ საზოგადოებას.

-ადამიანებს ხშირად გვჩვევია, ყველა უბედურების სხვაზე გადაბრალება, ხანდახან იქნებ დავფიქრდეთ ჩვენ ხომ არ ვართ ამა თუ იმ უბედურების მოთავენი ან ირიბად ხელ შემწყობნი?!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...