Home » მთავარი » შსს ზაზა სარალიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ზაზა სარალიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ზაზა სარალიძის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს.

რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.

 

Facebook Comments
x

Check Also

შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვებ პუნქტებს მოაწყობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, უწყების წარმომადგენლები მოქალაქეთა გადაადგილებას კონტროლს გაუწევენ. ...