Home » არჩევნები » „განწყობა გვაქვს მხნე, ვაშაძის გამარჯვება გარდაუვალია!“

„განწყობა გვაქვს მხნე, ვაშაძის გამარჯვება გარდაუვალია!“

არჩევნებამდე 2 დღე დარჩა.  რა განწყობა აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს? GmTV ცდილობს ყველა კანდიდატეს დაუკავშირდებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მათი პოზიცია დააფიქსიროს.

ამჯერად პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის  მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის წევრს, დავით ნებიერიძეს გავესაუბრეთ.

  • როგორი განწყობა გაქვთ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?
  • ძალიან მხნე. ზუსტად ისეთი, როგორიც შეეფერება გამარჯვებული გუნდის წევრს.
  • თქვენი პროგნოზი როგორია?
  • ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველდღიური ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს მოქალაქეებთან და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვაშაძის გამარჯვება გარდაუვალია. ეს უკვე შემდგარი ფაქტია და 28-ში იურიდიულად გავაფორმებთ ამ გამარჯვებას. ეს იქნება ხალხის გამარჯვება და არა მოხლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ან ერთი კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება.
  • დავუშვათ მეორე ტური დაინიშნა, რა იქნება თქვენი ნაბიჯი, გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი მხარდამჭერებით ვის დაუჭერთ მხარს?
  • იმ განწყობებით რომელიც საზოგადოებაშია და იმ კვლევების შედეგებით, რომელიც დაიდო და კიდევ ერთხელ დაიდება ყველაზე ავტორიტეტული რეიტინგული კომპანიის მიერ, ძალიან მაღალია შანსი, რომ გრიგოლ ვაშაძე და ქართველი ხალხი პირველ ტურშივე დაამარცხებს კოლაბორაციონისტებისა და მაფიოზების საპრეზიდენტო კანდიდატს. ახლა საფიქრალია იმაზე, თუ რაოდენ ეფექტურად გამოიყენებს უზურპატორი ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს და მათი მხრიდან რაოდენ მასშტაბური იქნება გაყალბების ფაქტები. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მნიშვნელობა არა აქვს რომელ ტურში გაგვიყალბებენ არჩევნების შედეგებს. გაყალბება გაყალბებაა და სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად თუ გაყალბების ფაქტი შედგა პირველ ტურში, რის შედეგად ხელისუფლება დაგვინიშნავს მეორე ტურს, ხალხი არ დაელოდება მეორე ტურის შედეგებს და გაყალბების პირველივე პაქტის შედეგად მოსთხოვს პასუხს ხელისუფლებას.
  • დავუშვათ, თუ ოპოზიციის ნაწილი გავა ქუჩაში საპროტესტოდ, შეუერთდებით თუ არა აქციას?
  • ეს არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს როგორც სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის შესახებ. თუ დაფიქსირდება გაყალბების ფაქტები თითოეული მოქალაქის ვალია და ვალდებულებაც დაიცვას საკუთარი ხმები, ღირსება და ქვეყნის წარმატებული მომავლის შანსი. თუმცა, გრიგოლ ვაშაძის უპირატესობა იმდენად დიდია, რომ არა მგონია ხელისუფლებას ეყოს რესურსი მის დასამარცხებლად. საკუთარ ხალხთან ომი არცერთ ხელისუფალს არ მოუგია. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც მოტივირებული პრეტენზიები გვაქვს ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული ნაწილი და ამისათვის სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის ტრადიცია.
  • დამარცხების შემთხვევაში, გააგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას?
  • ამ მოცემულობაში გრიგოლ ვაშაძის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გაყალბების გზით. თუმცა, თუ ჰიპოტეტურად წარმოვიდგენთ, რომ ის დამარცხდა ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებში, მაშინ ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც მიულოცავს გამარჯვებას ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. თუმცა აუცილებლად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას. იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მითუმეტეს, რომ ჩვენ ვართ იდეალისტების, პატრიოტების ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომლისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები, მისი წარმატებული მომავალი მთავარი ფასეულობაა.
  • ძალიან მოკლედ, მიმართეთ საზოგადოებას.
  • ჩემო ძვირფასო, ამაყო და ღირსეულო თანამოქალაქენო, ექვსი წლის მანძილზე ეს უზურპატორი, მაფიოზი და ბიუჯეტის ვირთხებით დაკომპლექტებული ხელისუფლება ცდილობდა დაემტკიცებინა თქვენთვის, რომ ვართ წარუმატებელი, არაფრის მაქნისი ლუზერები, რომლებმაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი უზომოდ და ბინძური მეთოდებით გამდიდრებული ოლიგარქის ჩრდილქვეშ. ამ ექვს წელიწადში თქვენ მოგისპეს ყოველგვარი შანსი მოგეხდინათ თქვენი შესაძლებლობების თვითრეალიზება და ყოფილიყავით წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი მოქალაქენი. იმიტომ, რომ ამ ბინძურ ხელისუფლებას ყველაზე ძალიან ეშინია თვითკმაყოფადი, შემდგარი და წარმატებული მოქალაქეების. თუმცა, ეს ბრიყვი ქურდბაცაცები ვერ აცნობიერებენ, რომ გამარჯვებისა და წარმატების გენი თითოეულ თქვენგანს სისხლში აქვს და ათასწლეულების მანძილზე თაობიდან თაობაზე გადაიცემოდა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო რა გადაგვარჩენდა, რა მოგვიყვანდა დღემდე? თქვენ ხართ ყველაზე ნიჭიერი, მაგარი და ტავისუფლების მოყვარული მოქალაქეები, რომლებსაც გწყურიათ წარმატება, გამარჯვება და მშვიდი ცხოვრება. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავირჩიოთ მომავალი: ან ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი წარმატებული სახელმწიფო, კეთილდღეობით გადავსებული მოქალაქეებით, ან ჩვენ ყველა ერთად დავმარცხდებით და გადავიქცევით რუსეთის ყველაზე ჩამყაყებულ გუბერნიად, ოლიგარქებისა და ბიუჯეტის ვირთხების ბატონობის ქვეშ, რომლებსაც მომსპარი გვექნბა ყოველგვარი შანსი ამ წარუმატებლობის მოჯადოებული წრის გასარღვევად.ძალა ერთობაშია! გამარჯვება გარდაუვალია!
Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...