Home » თქვენი სათქმელი » არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას?

არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას?

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

-თუ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მართლაც შეიწყალა პრეზიდენტმა, არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას?

2 წელია ვწერ ამ კომისიის შესახებ, ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნეს, 3500 პირი შეიწყალეს, რომელთაგან, როგორც სჩანს, დიდი წილი მოდის ისეთ დანაშაულებზე, რომელთა შეწყალება საერთოდ კითხვის ქვეშ უნდა იდგეს.

სად ხართ ჟურნალისტებო, “ლიუბიმჩიკად” რომ გყავთ ზოგიერთები ამ კი მისიიდან პრეზიდენტთან ერთად? არაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემა?

სად ხართ პროფილურო არასამთავრობოებო? გაგვარკვიეთ, რამდენად კანონიერად, რამდენად ადეკვატურად, რამდენად საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ფუნქციონირებს შეწყალების კომისია.

გუშინ აიპრესმა გამოაქვეყნა სტატია, რომ ვერ შესძლეს დაკავშირება კომისიის ვერცერთ წევრთან, გარდა ყოფილი წევრისა. სააგენტოს ინფორმაციით სასჯელაღსრულების სამინისტროს უარი უთქვამს შეწყალებაზე.

სად ხართ კომისიის წევრებო, რატომაა თქვენი საქმიანობა ასეთი გაუმჭვირვალე? თუ არ შეგიწყალებიათ, გაგვეცით პასუხი!!!

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...