Home » მთავარი » “არ არის გამორიცხული პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს”

“არ არის გამორიცხული პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს”

პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და მსესხებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

http://www.gmtv.ge/48757-2/

რეგულაციების ამოქმედებას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ

რეგულაციების ამოქმედების შედეგად, ბაზრიდან გარკვეული ტიპის სესხები გაქრება.

ამასთან ამ დებულების ამოქმედება გარკვეულწილად შეზღუდავს ბანკების საქმიანობას და შედეგად, იმ მომხმარებელთა 40-50%, ვინც სესხს იღებდა, სესხის მიღებას ვეღარ შეძლებს.

-„ყველა პროდუქტი ვერ გადაეწყობა ახალი დებულების მიხედვით და სავარაუდოდ, რაღაც გარკვეული მიმართულებები გაჩერდება. რეალურად რაღაც პროდუქტები აღარ იქნება. კონკრეტულად რა პროდუქტები ამის თქმა რთულია, რადგან ყველა ბანკი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, რომელი სესხი დატოვოს და რომელი არა. მაგრამ შესაძლოა მცირე თანხებზე ძალისხმევის ჩადება ბანკებისთვის და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის საინტერესო აღარ იყოს. შესაბამისად, შესაძლებელია, ერთგვარი სწრაფად გასაცემი სესხები აღარ იყოს,“-აღნიშნა ძნელაძემ.

ძნელაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს. ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, თუ ეს დებულება ამ რედაქციით შევა ძალაში, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 30%-ით, იპოთეკური სესხების კი 3-4%-ით შემცირდება.

ამავე თემაზე იხ. მასალა-„ცვლილება დიდი ალბათობით არაფორმალურ სესხებს წაახალისებს…“

http://www.gmtv.ge/49269-2/

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...