Home » არჩევნები » უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი – შედეგები

უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი – შედეგები

ცესკოს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი.

რუსთავი, 84 უბნიდან დათვლილია 81 უბნის შედეგები –  გრიგოლ ვაშაძემ ხმების 47,15 პროცენტი მიიღო, რაც 21 775 ხმაა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 24,34 პროცენტი, 11 242 ხმა;

ქუთაისი 123 უბნიდან 122 უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 46,98 პროცენტი, 29 585 ხმა აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 28,67 პროცენტი, 18 058 ხმა;

ბათუმში 102 უბნიდან 100 უბნის მონაცემები – გრიგოლ ვაშაძე 44,78 პროცენტი, 27 368 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 33,91 პროცენტი, 20 722 ხმა;

ფოთი – 32 უბნიდან გრიგოლ ვაშაძე 39,82 პროცენტი, 6 775 ხმა, სალომე ზურაბიშვილი –  34,11 პროცენტი, 5 803 ხმა.

ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში სალომე ზურაბიშვილი, ხუთში კი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.

ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში სალომე ზურაბიშვილი, ხუთში კი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.

მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში კი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. თუმცა, ორივე კანდიდატის მიერ აღნიშნულ ოლქებში დაგროვებული ხმები 50 პროცენტზე ნაკლებია.

10-ვე ოლქში ამ დროისთვის ყველა უბნის შედეგები დათვლილია.

ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილი 58 უბნიდან 44 უბნის შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.  ამ მომენტისთვის გრიგოლ ვაშაძეს ხმების 45,48%, სალომე ზურაბიშვილს კი 27,16% აქვს მიღებული.

რაც შეეხება ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებს, მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა – 63, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 45 ხმა მიიღო, ბაგრამის საარჩევნო უბანზე კი, 334 ხმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 216 კი – გრიგოლ ვაშაძემ.

ამ ეტაპისთვის, დასათვლელია აშშ-ში, ბულგარეთში, ირლანდიაში, კანადაში, ლიეტუვაში, საბერძნეთის 5 უბანზე და ესპანეთის 1 უბანზე მიღებული ხმები.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 (37.7 პროცენტი).

(მონაცემები მუდმივად ახლდება და განახლების პროცესს ონლაინ-რეჟიმში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ბმულზე).

Facebook Comments
x

Check Also

ერეკლე კუხიანიძე პროტესტის გამოხატვის ფორმებზე საუბრობს

მარიამ ახალკაცი საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კუხიანიძე  ...