Home » არჩევნები » ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არ დაუდგება გვერდით კანდიდატებს მეორე ტურში…

ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არ დაუდგება გვერდით კანდიდატებს მეორე ტურში…

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება.

იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურშ გასულ კანდიდატებს შორის მცირე პროცენტული სხვაობაა, მუშაობა ნამდვილად მოუწვთ აგიტაციის გასაწევად თუ რატომ უნდა დაუჭირონ მათ ამომრჩევლებმა მხარი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოების მესიჯი მიღებულია და ბევრი რამ გადასახედია. კახა კალაძესთან ერთად ასეთი შეფასება გააკეთე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

რას ფიქრობენ უკვე ყოფილი კანდიდატები და აპირებენ თუ არა მხარი დაუჭირონ რომელიმე კანდიდატს?

როგორც ჯერ კიდევ გუშინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ის მზადაა პირობა შეასრულოს და მხარდამჭერებთან ერთად მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭიროს.

მე პირადად არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი – ამ განცხადებით, ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე,პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა, ოპოზიციის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მეორე ტურისთვის, ოპოზიციური საკოორდინაციო შტაბის შექმნას გულისხმობს.

კუკავა ამბობს, რომ რაც ერთი კანდიდატისთვის მხარდაჭერის სურვილი არ აქვს, თუმცა საკითხზე მსჯელობა პარტიაში მაინც შედგება.

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩისგანზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივა.

„ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს,“ – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

რაც შეეხებათ თავად კანდიდატებს, ორივეს გამარჯვების იმედი აქვთ და ამბობენ, რომ მეორე ტურზე იმაზე მეტი ამომრჩეველი მივა, ვიდრე 28 ოქტომბერს.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...