Home » მთავარი » კალაძე: აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით

კალაძე: აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ  არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება დამაჯერებელი იქნება.

კალაძე იმასაც ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი აგრესიული კამპანია დაფიქსირდა, რომელიც მიმართული იყო ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ამ ფონზე ზურაბიშვილმა მაინც შეძლო პირველ ადგილზე გასვლა. აგრესიას კი ნაციონალური მოძრაობა აფრქვევდა.

„ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია. ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური და მინდა ქალბატონ სალომეს მივულოცო პირველ ადგილზე გასვლა. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, – ამბობს კალაძე.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...