Home » მთავარი » მიხეილ კალანდიას ძმამ დაადასტურა, რომ ფული მიიღო – ხორავას ქუჩის საქმე

მიხეილ კალანდიას ძმამ დაადასტურა, რომ ფული მიიღო – ხორავას ქუჩის საქმე

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებულ მერაბ მორჩაძის პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა. ასევე გამოიკითხა მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

ადვოკატის ინფორმაციით, მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა, მისივე თქმით, ფულის გადაცემის მიზანი მოსყიდვის მცდელობა არ ყოფილა და ეს მხოლოდ ნათესავებს შორის დახმარება იყო.

სახელმწიფო ბრალდება კი განმარტავს, რომ ლუკა კალანდიამ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ თანხა ნამდვილად მიიღო , ხოლო მის მიზნობრიობას მხარეები დასკვნით სიტყვაში შეაფასებენ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს.

წყარო imedinews.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა

“მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება”, — ასე გაიხსენა დე ...