Home » მთავარი » “ახალი სახეების შემოყვანა კი არა, იდეოლოგია შეცვალეთ!!! ზნე გამოიცვალეთ!”

“ახალი სახეების შემოყვანა კი არა, იდეოლოგია შეცვალეთ!!! ზნე გამოიცვალეთ!”

მამუკა მდინარაძის განცხადებას  „პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე“

ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/49568-2/

ზვიად ტომარაძე ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს დეპუტატს:

-„მდინარაძე ამბობს – „პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე. მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა”…

ტუტუც! მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალური მდგომარეობა კი არა, თქვენი ანტიეროვნული პოლიტიკა აწუხებს! ქართველისთვის საჭმელზე მეტად ღირებულია: ღმერთი, ტრადიციები და ზნეობა, სწორედ ამის წინააღმდეგ რომ გქონდათ დაცქვეტილი ხელები, მაგიტომაც შეგიძულათ!!!

ახალი სახეების შემოყვანა კი არა იდეოლოგია შეცვალეთ!!! სკოლაში მაინც არ გისწავლიათ მოთხრობა, რომელიც ასე მთავრდებოდა: „ბიჭო ტანსაცმელს კი ნუ იცვლი! ზნე გამოიცვალეო!”

არაერთი კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე აქვე იმ 41 მიზეზს ასახელებს, რამაც მისი ხედვით განაპირობა „ქართული ოცნების“ 28 ოქტომბრის არჩევნებში წარუმატებლობა!

  1. არ აღადგინეთ სამართლიანობა;
    2. არ მიეცა სამართლებრივი შეფასება 9–წლიან დანაშაულებრივ მოღვაწეობას და კოჰაბიტაციაში შეხვედით დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან;
    3. სხვადასხვა თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის კადრების დანიშნეთ, ხოლო ვინც დიდი წვლილი შეიტანა ყოფილი ხელისუფლების დამარცხებაში, უმუშევრად დატოვეთ;
    4. თითქმის ყველა თანამდებობებზე დანიშნეთ ანტიეროვნული კადრები;
    5. პარლამენტის უმრავლესობაც ასევე დააკომპლექტეთ ანტიეროვნული კადრებით;
    6. არ გაამკაცრეთ საემიგრაციო პოლიტიკა;
    7. მოსახლეობის უმრავლესობის და ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად მოახდინეთ მარიხუანის ლეგალიზაცია და შემდგომში მოინდომეთ კულტივაცია;
    8. ანტიდისკრიმინაციული კანონში ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ჩაწერეთ, რითაც ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარეთ;
    9. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად აშენებდით ჰესებს;
    10. არ იქნა მიღებული მიწის კოდექსი;
    11. არ იქნა მიიღებული ეკონომიკური სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია;
    12. არ იქნა მიიღებული კანონი „ადგილობრივი წარმოების დაცვის შესახებ“;
    13. არ შეზღუდეთ აზარტული თამაშების ბიზნესი;
    14. პარლამენტში ჩააგდეთ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი;
    15. არ იქნა დაშვებული ID ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობები;
    16. არ შემცირდა დაპირებული კომუნალური ტარიფები;
    17. რეკორდულად გაიზარდა საწვავის ფასი და არ მოწმდება საწვავის ხარისხი;
    18. ლარის რეკორდული გაუფასურება;
    19. არაფერი იღონეთ სააფთიაქო მონოპოლიის წინააღმდეგ, რის გამოც შენარჩუნდა გაბერილი ფასები მედიკამენტებზე;
    20. არ დააბრუნეთ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა;
    21. არ აკრძალეთ აბორტი;
    22. არ მიიღეთ კანონი „ქველმოქმედების შესახებ“;
    23. არ მიიღეთ კანონი „ცილისწამების შესახებ“;
    24. არ მიიღეთ კანონი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“;
    25. დაანგრიეთ საყდრისის ოქროს საბადო;
    26. მიიღეთ საფრთხის შემცველი კანონი „იუვენალური იუსტიცია“;
    27. არ იქნა აღებული სიონსა და ანჩისხატს შორის არსებული კაზინო „შანგრილა“;
    28. არ იქნა აღებული რიყეზე „დაყრილი მილები“, რომელიც ამახინჯებს ქალაქს და ასევე რესპუბლიკის მოედნიდან „უმისამართო ველოსიპედი“;
    29. არ მოაწესრიგეთ საარჩევნო კანონმდებლობა;
    30. არ შეცვალეთ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული, სახელისუფლებო შტოებს შორის მართვის მოდელი, რაც აზარალებს ქვეყანას;
    31. არ შეცვალეთ პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნა;
    32. უცხოეთიდან დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტივების მიხედვით მართავდით ქვეყანას;
    33. ნაცვლად იმისა, რომ გეზრუნათ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, პარლამენტში “გენდერული თანასწორობის” საბჭო შექმენით და ასევე პარლამენტში სცადეთ გენდერული კვოტირების მიღება;
    34. ქართული ჯარი დაასუსტეთ და გამოცდილი კადრები გაათავისუფლეთ;
    35. ქართული სოფელი და გლეხი დატოვეთ უყურადღებოდ;
    36. არაფერი იღონეთ დაცარიელებული მთის პრობლემის მოსაგვარებლად;
    37. სანამ ხალხმა არ გაიძულათ კონსტიტუციაში არ წერდით ქორწინების დეფინიციას და უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას;
    38. არაფერი იღონეთ ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად, ან სამშობლოში დასაბრუნებლად;
    39. ფერეიდნელებს და ჰერელებს არ აძლევდით მოქალაქეობას;
    40. არ გამოიძიეთ ზვიად გამსახურდიას, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას და სხვა გახმაურებული მკვლელობები;
    41. ბრძოლა გამოუცხადეთ ღმერთს, ტრადიციებს და ზნეობას!
Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...