Home » მთავარი » თბილისის მერია ავტობუსის ფერის Facebook-ზე შესარჩევად გამოკითხვას ატარებს

თბილისის მერია ავტობუსის ფერის Facebook-ზე შესარჩევად გამოკითხვას ატარებს

თბილისის მერია მოქალაქეებს ავტობუსის ორ ფერს სთავაზობს: მწვანესა და ვერცხლისფერს.

„თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება“, – წერს თბილისის მერია Facebook-ზე.

მერიამ უკვე შეიძინა 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

იხ.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/posts/2412839525399300

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...