Home » მთავარი » „ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“

„ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.საქმე ეხება გასულ წელს “ელცენტროში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

კალაძე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს და ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა.

„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...