You are here
“ოცნებას აღარ აქვს რეალური ძალაუფლება და მშვიდობიანად უნდა დათმონ ხელისუფლება” მთავარი საზოგადოება 

“ოცნებას აღარ აქვს რეალური ძალაუფლება და მშვიდობიანად უნდა დათმონ ხელისუფლება”

ეკონომისტი, ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას, სადაც მან ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, არჩევანის ეთერში ეხმაურება.

დემურ გიორხელიძის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საუკეთესო გამოსავალია.

„ეს იყო კატასტროფული მმართველობა, რომელიც სრულდება. ახლა მთავარია, როგორ დასრულდება. მე, მაგალითად, მივიღებდი სხვანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – პრეზიდენტის კანდიდატურა ახლავე მოიხსნებოდა, რასაც მხარს უჭერდნენ, მიეცემოდა საშუალება, რომ ოპოზიციას გაეყვანა თავისი კანდიდატი და უახლოეს ხანში კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა,“ – განაცხადა გიორხელიძემ.

დემურ გიორხელიძის შეფასებით, ოცნებას აღარ აქვს რეალური ძალაუფლება და მშვიდობიანად უნდა დათმონ ხელისუფლება.

ვრცლად

http://rustavi2.ge/ka/news/118120

Comments

comments

Related posts