You are here
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების გაბმა განაახლა მედიცინა პოლიტიკა 

სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების გაბმა განაახლა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. საქმე იმაშია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

ადგილზე მავთულხლართების გასაბმელად საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავა.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Comments

comments

Related posts