You are here
5 რეგიონი, სადაც 2018 წელს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

5 რეგიონი, სადაც 2018 წელს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

ამერიკელმა პროფესორმა, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტმა რობერტ ფარლიმ ის ხუთი რეგიონი დაასახელა, სადაც 2018 წელს, ჰიპოთეტურად, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ამის სესახებ გამოცემა National Interest-ში ამერიკელი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების ექსპერტი რობერტ ფარლი  წერს.

“მსოფლიო მოახერხა 2017 წელი დესტრუქციული კონფლიქტთან დაბრუნების გარეშე დაესრულებინა.” მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სირიაში, დაძაბულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო სხვებში კი უკვე გართულებული სიტუაციები გააქტიურდა “, – წერს წერილის ავტორი.

სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა, ტაივანი, უკრაინა, თურქეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე მყიფე ადგილებია, სადაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.

“ჩრდილოეთ კორეის წარმატებამ ბალისტიკური რაკეტების განვითარებასთან ერთად და ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიურმა გამოუცდელობამ შექმნა უკიდურესად სახიფათო სიტუაცია”, – აღნიშნავს პროფესორი.

მისი აზრით, ვაშინგტონის და ფხენიანის რიტორიკა შესაძლოა ომად გადაიქცეს, რომელიც იაპონიასა და ჩინეთსაც ჩაითრევს.

რაც შეეხება ტაივანს, ამერიკელი პროფესორის აზრით, ამის მაგალითია ის განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩინელმა დიპლომატმა გააკეთა. ლი კესაინმა თქვა, რომ პეკინი “ტაივანს” სამხედრო ძალის დახმარებით გააერთიანებს.

ამავე სიაშია უკრაინა, სადაც  სიტუაცია კვლავ დაძაბულია: “აღმოსავლეთში ზავი მუდმივად ირღვევა, ხოლო კიევში მიხეილ სააკაშვილის პროტესტი უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის სტაბილურობას ეჭვქვეშ აყენებს,”- ნათქვამია სტატიაში.

პროფესორი ასევე განიხილავს სცენარს, რომელშიც მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსულ ძალას მოიყვანს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა რუსეთსა და დასავლეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

რაც შეეხება თურქეთს, როგორც რობერტ ფარლი წერს, ანკარის დაშორება ევროკავშირსა და აშშ-თან და მისი მოსკოვთან დაახლოება რეგიონის ძალაუფლების ბალანსში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

არც თურქეთს, არც რუსეთს, არც აშშ-ს არ სჯერა, რომ ომი გონივრულია დღევანდელი დიპლომატიური სიტუაციის მოსაგვარებლად,- ამბობს ავტორი. თუმცა, ძალაუფლების ბალანსში ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სირიაში, ერაყში, ირანში, ბალკანეთსა და კავკასიაში მოვლენების განვითარებაზე.

და ბოლოს ამერიკელი პროფესორი ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მდგომარეობას საკმაოდ საგანგაშოდ აფასებს და მიაჩნია, რომ მყიფე ვითარებაა სპარსეთის ყურეშიც.

 

Comments

comments

Related posts