Home » მთავარი » “50 საჯარო მოხელე”

“50 საჯარო მოხელე”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტ “50 საჯარო მოხელის” ექვსი საუკეთესო მონაწილე დააჯილდოვა.

საუკეთესო მონაწილეები ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში ერთთვიანი სასწავლო კურსს გაივლიან.

საუკეთესო მონაწილეები ექვსი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ. ტესტირების ქულები, კურსზე დასწრების მონაცემები, პროგრესის მაჩვენებელი, კონფერენციის შეფასება, ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.

თეა წულუკიანმა მონაწილეები დააჯილდოვა, მათი სწავლების ხარჯებს ინგლისში საქართველოს იუსტიციის სასწავლი ცენტრი აფინანსებს.

იუსტიციის სამინისტრომ პროექტი 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, პროექტის მიზანი სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...