Home » მთავარი » ლუკა კურტანიძის არჩევანი – „დღეს არჩევანი ძალიან ადვილია…“

ლუკა კურტანიძის არჩევანი – „დღეს არჩევანი ძალიან ადვილია…“

ლუკა კურტანიძემ მერაბ მეტრეველის გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რომ ბიძნა ივანიშვილა გააკეთა ყველაზე დიდი საქმე, ქვეყანას მოაშორა „წინა რეჟიმი“. კურტანიძის თქმით, სწორედ ამ იდეით მოხდა „ქართული ოცნების“ გაერთიანება და ივანიშვილის ირგვლივ თითქმის მთელი საქართველო შეიკრა.

-2012 წლის შემდეგ სასურველი იყო რაღაც დოზით დასრულებულიყო შუღლი და დაწყებულიყო გაერთიანება, ალბათ ამიტომად „მოვიდა ეს კოჰაბიტაცია“, მაგრამ… იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ჩანდნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, ასეთი ადამიანები ბევრნი იყვნენ და მერე, რომ დაინახეს როგორ გახდნენ გარიყულები, ბუნებრივია განაწყენდნენ. ამ ადამიანებმა სიცოცხლის ფასად მოიტანეს წინა რეჟიმზე გამარჯვება. აი ეს იყო ერთ-ერთი შეცდომა „ქართული ოცნების“.

კურტანიძე ამბობს, რომ კოჰაბიტაციას უფრო დიდსულოვნებას დაარქმევდა.

-მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში ძალაუფლება იყო ჩვენი, მე არც ერთი ის ადამიანი, რომელმაც მაწამა, დამამცირა, მომექცა ისე, მონასაც რომ არ ექცევიან, მე არც ერთი მათგანისთვის სამაგიერო არ გადამიხდია და უკურეაქცია ჩემგან არ ყოფილა. ვეცადე ნერვების ფასად მომეთმინა, რადგან მჯეროდა, რომ ასე იყო საჭირო იმ იდეისთვის, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ედგა. მიმაჩნია, რომ თაობათა შუღლი უნდა დასრულდეს და ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით ისე ძალა, რომელზეც შეეძლო დაყრდნობა და იცოდა, რომ ჩვენ მშვიდობიან გზას ავირჩევდით“.

ლუკა კურტანიძე იმასაც ამბობს, რომ მოძლიერებული ნაციონალური მოძრაობა ისევ რევანშზე გადავიდა და ცდილობს შემობრუნებას. მისი თქმით ხალხმა პოლიტიკური ველიდან უნდა წაშალოს ისეთი ხალხი, რომლებიც ათეულობით წლები პოლიტიკაში არიან და სულ მუდან ჩამოუყალიბებლები არიან.

-ნამდვილად დაგვიანდა სამართლიანობია აღდგენა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და სამართლიანადაც. ადამიანები, რომლებიც იყვნენ რეკეტის შემომქმედნი, ქართველ ერს აგინებდნენ, აწამებდნენ, ღირსება აუყარეს, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო მათი გადაცდომები და მომავალში ყველაფერს გამოასწორებენ. ამბობენ, რომ მოვლენ ხელისუფლებაში და მერე ყველაზე კარგები იქნებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ ცხოველი გისოსშია, მშვიდი და მშვენიერია, მაგრამ როგორც კი გამოუშვებ, ისევ ისეთები ხდებიან. სააკაშვილის ხელისუფლების გამოსწორება არ იქნება“.

ლუკა კურტანიძის თქმით, დღეს ხელისუფლებას მართავს ხალხი და არსებობს არჩევანი დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის.

-არჩევანი ძალიან ადვილია-გინდა მოძალადე  ხელისუფლება თუ ხელისუფლება, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოების მაჯისცემაზე უდევს ხელი. მესმის, ხარ გაბრაზებული, მაგრამ ამ შენს სიბრაზეს სამშობლო ხომ არ უნდა გადააყოლო. გეუბნება ხელისუფლება, რომ მიიღო გამოწვევა, გამოდის ერისკაცი და გაძლევს პირობას, მიეცი შანსი და თუ შედეგს ვერ ნახავ, საპარლამენტო არჩევნებზე გაეცით პასუხი.

 

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...