Home » მთავარი » „მზიურის“ სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიღებულია

„მზიურის“ სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიღებულია

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.

პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

„ჩვენს დედაქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „მზიურის“ სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. წლების განმავლობაში, როგორც ჩვენმა დედაქალაქმა, ასევე აღნიშნულმა პარკმა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ 13 ივნისის ტრაგედია, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა პარკს და მისი დიდი ნაწილი განადგურდა. ეს პარკი ახალგაზრდობის ერთობის მოწმეა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაერთიანდა. ეს პარკი მოწმეა ნგრევის და იქნება მოწმე შენების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და პროექტის განხორციელებაში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და განთავსდება მედიათეკა. ასევე, ვაპირებთ თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. რამდენიმე ათასი თოჯინა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია. მგონია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს, პარკს ახალ შესაძლებლობას მივცემთ. ასევე, გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Facebook Comments
x

Check Also

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას!

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას! თუ გვინდა ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ...