Home » მთავარი » ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული განათლების დანერგვით საწარმოებში“

ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული განათლების დანერგვით საწარმოებში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით ეროვნული კონფერენცია -„პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება – შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპასუხოდ“ – გაიხსნა.

კონფერენცია, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები,სამინისტროები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო,პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან, გახსნეს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი
პეტრიაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.

“კონფერენცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით მიღწეული შედეგების შეფასებასა და სამომავლო მიზნების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის. კერძოდ, რა შედეგებია მიღწეული პროექტით, რომელიც მიმართულია პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე დუალური სწავლების დანერგვის გზით. შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი გამომწვევი ფაქტორი პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობაა. კომპანიების
ჩართულობა ამ ეტაპზე კვლავ არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ტენდენცია დადებითია.

ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული დუალური განათლების
დანერგვით საწარმოებში“, – აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა
მელაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ – BMZ და
2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და BWMV e.V-ს
პარტნიორობით.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...