Home » მთავარი » მშობლების პროტესტი ვეჯინის ბაღის დირექტორის გათავისუფლების გამო

მშობლების პროტესტი ვეჯინის ბაღის დირექტორის გათავისუფლების გამო

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის დირექტორის, თამარ სიბაშვილის თანამდებობიდან გათავისულების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ბაღში აღარ წაიყვანენ და პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამენ.

ოფიციალური მონაცემებით სიბაშვილი სანიტარული ნორმების დარღვევის გამო გათავისუფლდა, რასაც თავად უკვე ყოფილი დირექტორი უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის მოხსნილი.

-ეს იყო შურისძიება ჩემზე, რადგან ვიღაცას ჰგონია, რომ რუსთავი 2-ზე გასული ფარული ჩანაწერი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლებისა და ბაღების დირექტორის შეხვედრიდან მე მივაწოდე ტელეკომპანიას. მე ვარ გათავისუფლებული იმიტომ, რომ ვერ ჩავაბარე სათანადო ტესტი-გურჯაანის რაიონის მერის, არჩილ ხანდამაშვილის სოფელმა ვეჯინმა არჩევნები წააგო და ამაში რატომღაც მე ვყოფილვარ დამნაშავე. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“-ამბობს გათავისუფლებული დირექტორი.

თამარ სიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისი დედა, როგორც თავად ამბობს, შეხვდა გურჯაანის მერს, რომელსაც არ დაუმალავს გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი-არჩევნებში არასასურველი შედეგის ჩვენება და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრთან, გიორგი სიბაშვილთან ნათესაური კავშირი. როგორც ნელი სიბაშვილი ამბობს, მან სთხოვა მერს არ მოეხსნათ მისი შვილი სამსახურიდან და თავად იზრუნებდა სოფელში სალომე ზურაბიშვილისთვის „ხმების მოტანას“.

– პირობა მომცა არ გავათავისუფლებო, მაგრამ არ შეასრულა. ახლა პირველი მტერი მე ვარ მაგათი“-ამბობს გათავისუფლებული დირექტორის დედა.

სოფელშიც ამბობენ, რომ თამარ სიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული. მშობლები პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ „თამარი მასწავლებელი ბავშვებზე და საქმეზე გადაყოლილია“.

ოფიციალური ცნობით როგორც გურჯაანის ბაღების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი ამბობს, თამარ სიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და ის გათავისუფლებულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...