Home » მთავარი » პარლამენტთან აქცია -„კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ გაიმართება

პარლამენტთან აქცია -„კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციები 10 ნოემბერს პარლამენტთან აქციას- „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ მართავენ და განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს. სწორედ ამიტომ, 10 ნოემბერს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება მათი მხარდასაჭერი აქცია — „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ.

სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...