Home » ეს საინტერესოა » ქართველი მეცნიერების უნიკალურმა აღმოჩენამ მსოფლიო ვერსია თავდაყირა დააყენა

ქართველი მეცნიერების უნიკალურმა აღმოჩენამ მსოფლიო ვერსია თავდაყირა დააყენა

ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირესთან აღმოაჩინეს თაფლი, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-3 საუკუნით თარიღდება. აქამდე უძველეს თაფლად მიჩნეული იყო ტუტარჰამონის სამარხებში აღმოჩენილი თაფლი, მაგრამ ეს ვერსია თავდაყირა დააყენა ქართველი მეცნიერების ვერსიამ და უნიკალურმა აღმოჩენამ.

სამცხე-ჯავახეთში, კოდიანის მთის ძირში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კერამიკური ჭურჭელი, რომელშიც იყო თაფლი. ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი და დადგინდა პროდუქტის ბიოლოგიური შემადგენლობა.

ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე ამბობს, რომ თაფლიანი ჭურჭელი დამარხული იყო სამარხში, რომელიც სავარაუდოდ დიდგვაროვანს ეკუთვნოდა, რადგან ამ ადგილას სწორედ მაღალი წოდების ადამიანებს მარხავდენენ.

ისტორიულად ცნობილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სამარხების მასობრივ ძარცვას და ეს თარიღდება ჩვენს ერამდე 2282 წლით, ასე რომ აღმოჩენილი თაფლი უძველესია და სრულიად შესაძლებელია დღემდე ცნობილი ვერსიები შეიცვალოს.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...