Home » მთავარი » დავითაიას პარლამენტი პასუხობს

დავითაიას პარლამენტი პასუხობს

პაატა დავითაიას განცხადებას, რომ პარლამენტის ვებგვერდიდან წაიშალა საგამოძიებო კომისიის სხდომის ის ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის მიზეზებზე საუბრობდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი​ განცხადებით პასუხობს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა 2009 წელს დაასრულა. კომისიის მუშაობის მასალები ავტომატურად გადავიდა არქივში.

2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებგვერდი. ძველი ვებ-გვერდიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდზე გადმოტანა.

განახლებულ ვებ-გვერდზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით იქნა გადმოტანილი. ვებგვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც. ამჟამად მოქმედმა ვებგვერდმა სწორედ აღნიშნული კიბერშეტევის შედეგად, 2013 წლიდან ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ განთავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წელს შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეც.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...