Home » მთავარი » 205-ე ბაღის „ფუტკრები“ შემოდგომის ფესტივალიდან მოხუცთა პანსიონში (ვიდეო)

205-ე ბაღის „ფუტკრები“ შემოდგომის ფესტივალიდან მოხუცთა პანსიონში (ვიდეო)

სულ ცოტაც და ბარაქიანი, ათასფერი და ლამაზი შემოდგომა წელიწადის დროების სამეფოში გადაინაცვლებს და ადგილს ზამთარს დაუთმობს.

205-ე საბავშვო ბაგა-ბაღში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა, არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ზღაპრული, ჯადოსნური ფესტივალი, რადგან თითოეული ნივთი, თითოეული კომპოზიცია უდიდესი ფანტაზიით და გემოვნებით იყო გაკეთებული, პატარებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

ფესტივალში მთელი ბაღი მონაწილეობდა, დირექტორი ია პატეიშვილი არც ერთ ჯგუფს არ აკლებდა ყურადღებას და ცდილობდა ყველა ბავშვს მოფერებოდა, ყველა მშობლისთვის და პედაგოგისთვის მადლობა გადაეხადა და სიყვარული ეგრძნობინებინა.

განსაკუთრებით ბევრი იშრომეს 205-ე ბაღის „ფუტკრებმა“, თუმცა ისინი ხომ როგორც ნამდვილი ფუტკრები სულ შრომობენ, სულ ქმნიან და ფუსფუსებენ, ფუსფუსებს დედა-ფუტკარიც-საოცრად ენერგიული ელზა მასწავლებელი.

ელზა ჩინჩახაშვილი ის პედაგოგია, ბავშვებსაც და მშობლებსაც ბაღის დამთავრების მერეც სულ რომ ახსოვთ და მის არც ერთ ახალ ღონისძიებას არ ტოვებენ, ასე იყო შემოდგომის ფესტივალზეც…

„ფუტკრებთან“ სტუმრად მისული ადამიანები ჯადოსნურ სამყაროში მოხვდნენ. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე? არა, შეუძლებელია, ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა საკუთარი თვალით უნდა გენახათ. ხოდა სიტყვებით არ გადაგღლით, უბრალოდ გამოგვყევით ელზა მასწავლებლის და მისი აღსაზრდელების მშობლების დიდი შრომის ფასად შექმნილ გარემოში.

მაშ, ასე… თბილის ქალაქობა ევროპულად და შემოდგომა გურიაში

იყო ბევრი ლექსი, სიმღერა, ღიმილი, ცეკვა…

იყო უამრავი სამადლობელო სიტყვა ელზა მასწავლებლის მიმართ:

-ყველაზე გამორჩეული, საუკეთესო, შეუდარებელი  ელზა მასწავლებელი. მადლობა ესეთი ლამაზი დღის ორგანიზებისთვის-ეს იყო ერთი მთავარი აზრი სტუმრებისა და შვილების ბედნიერებით გახარებული მშობლების სიტყვების ძრითადი არსი.

ელზა მასწავლებელი კი თავის მხროვ მადლობას არ იშურებდა პირველ რიგში მშობლების მიმართ, რომლებიც მასთან ერთად შრომობდნენ, რათა ეს ფესტივალი პატარებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. ყურადღებას არ აკლებდა აღტაცებაში მოსულ სტუმრებს და ყველაზე მტავარ გმირებს-მის აღსაზრდელებს, „ფუტკრებს“.

205-ე ბაღს კოლეგები სხვა ბაღებიდანაც ეწვივნენ და ბაღების სააგენტოდანაც.

 

მართლაც რომ ულამაზესი დღესასწაული იყო, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ იქ მყოფი ადამიანები.

ფესტივალის დასასრულს შემოდგომისფერი ან იქნებ სწორედ რომ ფუტკრისფერი ფრანებიც გაუშვეს და კიდევ უფრო სილამაზე შეჰმატეს შტაბეჭდილებებით დატვირთულ დღეს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ ლო ელზა ჩინჩახაშვილი მის ჯგუფთან ერთად მოხუცთა პანსიონს ეწვია. გაახარეს მოხუცები, საჩუქრები და შემოდგომის სურნლი ერთად მიიტანეს პანსიონში.

მოხუცები ხომ გაახარეს, თუმცა არანაკლებ გახარებულები იყვნენ პანსიონის ბინადრებთან მისული სტუმრებიც და ეს ამდენი სიხარული სულ ელზა მასწავლებლის და ჯგუფი „ფუტკრების“ ხურჯინიდან გადმოვიდა, ყველას მოედო და გაორმაგებული დაბრუნდა თავის ადგილას. დიახ, გასცეს სიყვარული და გაორმაგებული დაუბრუნდათ…

დიდი მადლობა ქალბატონო ელზა დღევანდელი დღისთვის, თქვენ დიდი სითბო და სიკეთე შემოიტანეთ ჩვენს მოხუცებულთა თავშესაფარში, გაიხარეს ხანდაზმულებმა თქვენი სტუმრობით, თქვენი აღზრდილი თაობა გამოადგება სამშობლოს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც გაიხსენეთ ჩვენი მოხუცები.

პატივისცემით

თავშესაფრის ხელმძღვანელი მაია ახალაძე

ამდენი მადლობის, სიყვარულის და სიკეთის მერე, დღის ბოლოს, სასიამოვნოდ დაღლილი ელზა მასწავლებელი კეთილი ღიმილით იხსენებდა უკვე დასრულებულ ფესტივალს და გონებაში უკვე ახალ ღონისძიებას გეგმავდა…

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...