Home » მთავარი » რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი შესრულდა

რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი შესრულდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდპირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.  მატჩის ტრანსლაციას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო.

თბილისის მერმა მატჩის დაწყებამდე ქართველ „ბორჯღალოსნებს“ წარმატებები უსურვა.

 წარმატებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რასაც ყველა ველოდებით. ძალიან რთული შეხვედრა იქნება, იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვამაყობთ მათი გამარჯვებებით. მთელი თბილისის ახალგაზრდობა აქ არის. ვინც ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ისინი სახლიდან უყურებენ. ყველა ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიამ უზრუნველყო.

ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე, სადაც „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს შეხვდნენ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად გულშემატკივრებმა შეასრულეს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...