Home » თქვენი სათქმელი » „ქ-ნი ირინა სიკვდილში კი არა, მკვლელობაში ნაცებს ადანაშაულებდნენ, ახლა ვხედავ როგორ კლავენ სარალიძეს!..გონს მოდით!“

„ქ-ნი ირინა სიკვდილში კი არა, მკვლელობაში ნაცებს ადანაშაულებდნენ, ახლა ვხედავ როგორ კლავენ სარალიძეს!..გონს მოდით!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

მინდია ქიტიაშვილი

მსახიობი

-როცა სანდრო გირგვლიანის დედა – ირინა ენუქიძე გარდაცვალა, ძალიან ბევრი ადამიანი მის სიკვდილში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებდა… სიკვდილში კი არა, მკვლელობაში! ახლა ვუყურებ რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს და საკუთარი თვალებით ვხედავ როგორ კლავენ ზაზა სარალიძეს და გეკითხებით მე; რით განსხვავდება ეს ჯალათებისგან შემდგარი ხელისუფლება წინა მთავრობისგან? რამე შეიცვალა ხალხისთვის სასიკეთოდ? სამართლიანობა აღდგა? აღარ გვყავს მოკლული შვილები და ნაწამები მშობლები??ადრე თუ ირინა ენუქიძეს ყვიროდით, ახლა ორი ოჯახი გყავთ, რომლებსაც პირდაპირ კამერების წინ აწიოკებენ, აწამებენ და კლავენ! და ამ ყველაფერზე პასუხი არის “9 წელი რომ ისინი აწამებდნენ”, “9 წელი რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში”….

კი ბატონო, იყო ის 9 წელი, მოკლეს სანდრო გირგვლიანი, შეეწირა ირინა ენუქიძე მაგრამ ახლა რაც ხდება, ახლა რა დღეშიც ვართ და რა პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ უნდა ავიტანოთ და შევეგუოთ რომ 9 წელი ნაციონალები იყვნენ??? ნაცების “9 წლიანი რეჟიმით” უნდა “გააპრავდეს” ამათი ძალადობა, უსამართლობა, სიბინძურე და ყველა ის უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება??? მართლა და მართლაააააააა ეროვნულად გამოვთაყვანდით თუუუუ რა გვჭირს????? ნუუუუუ მიაცივდით ხალხო იმ 9 წელს! არანაკლები 6 წელი გამოვიარეთ იმ 9 წლის შემდეგ და გონს მოდით!

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...