Home » მთავარი » “დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ”

“დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ”

პარლამენტთან, შვილმოკლული მამების აქციაზე მიმდინარე მოვლენებს შს მინისტრი ეხმიანება:

-„ ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით ყოველთვის, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია, განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასდროს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეებისდა პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

შსს-ს დესტაბილიზაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა. დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ.

პოლიცია ყოველთვის ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რისთვისაც ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...