Home » მთავარი » “ხელისუფლებას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება“ – ბურჯანაძე შვილმოკლულ მამებთან მივიდა

“ხელისუფლებას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება“ – ბურჯანაძე შვილმოკლულ მამებთან მივიდა

რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან ერთად მივიდა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და შვილმოკლულ მამებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა რუსთაველზე მოთმინების ფიალა აავსეს. ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არა მარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები, ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ.

ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა გამოირიცხოს, იმიტომ, რომ მოხდა დიდი უბედურება, დიდი უსამართლობა. ხელისულებამ ამ ადამიანებს ბრძოლა დაუწყო, იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა მათ უბედურებაში წვლილის შემტანი ადამიანები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს ძვირად უჯდება და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...