Home » ინტერვიუ » „ეს პროგნოზი კარგად დაიმახსოვრეთ!.. არ არის საჭრო “მკვდრებში ვეძიოთ ცოცხალი”

„ეს პროგნოზი კარგად დაიმახსოვრეთ!.. არ არის საჭრო “მკვდრებში ვეძიოთ ცოცხალი”

-ვმუშაობ ჩემს მესამე ლიტერატურულ კრებულზე, ასევე ვამზადებ ნაშრომს ფიზიკის სფეროში გრავიტაციის წარმოშობის თეორიის შესახებ.

-ვაშაძის გამარჯვება არ იქნება წინა დამაშავე რეჟიმის მობრუნების საწინდარი, თუ ხელისუფლება სწორ ერისთვის სასარგებლო ნაბიებს გადადგამს და პირიქით წინა რეჟიმის დაბრუნების საწიდარი,სწორედაც სალომეს გამარჯვება იქნება, რადგან ეს გამოიწვევს ქ. ოცნების მოდუნებას და 2020 წელს პარლამენტში ურავლესობის დაკარგვას.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ახლოვდება, პირველ ტურში 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე თუ აქტიურობს და დარჩა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ერთ-ერთი კანდიდატი იყო კახაბერ ჭიჭინაძე, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია, არც იმდენად ჩანდა და საზოგადოებამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ არჩევნების შემდეგ კახა ჭიჭინაძე საკმაოდ გააქტიურდა სოციალურ ქსელში და როგორც საზოგადოების რეაქციიდან სჩანს, დაიმკვიდრა საკუთარი ნიშაც, რისი გაკეთების საშუალებაც როგორც კანდიდატს არ მიეცა.

მისი მწვავე სტატუსების წაკითვის შემდეგ კახა ჭიჭინაძეს დავუკავშირდით რა აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ.

-პრეზიდენტობის კანდიდატი იყავით, არჩევნები 23 კანდიდატისთვის და მათ შორის თქვენთვისაც დასრულდა, ადევნებთ თვალს მეორე ტურის კამპანიას?

-პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნები მისთვის დასრულდა ის პოლიტიკოსი არ გახლავთ. ჭეშმარიტი პოლიტიკოსისათვის, მთელი ცხოვრების წესია პოლიტიკური აქტიურობა. რაც შეეხება მეორე ტურს არ ვადევნებ აქტიურად თვალყურს. მიმაჩნია, რომ მეორე ტურის კანდიდატები ჩიხია საზოგადოებისათვის, რომელშიც უუნარო ქართულმა ოცნებამ და დამნაშავე ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი კოხაბიტაცით ამოაყოფინა თავი მოქალაქეებს.

-წინა საუბრისას გვითხარით, რომ მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერთ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლიათ?

-გადაწყვეტილება არ შემიცვლია! არ ვარ ის პიროვნება, რომელიც მერყევია, უპრინციპოა და ხშირად პირადი ინტერესებიდან ან გარემოებიდან გამომდინარე იცვლის გადაწყეტილებებს! მცდარია იმ კანდიდატებს შორს არჩევანის გაკეთება მოტივით, რომელია “ნაკლებ მიუღებელი”. ამისათვის არსებობს მესამე გზა, გაემიჯნო არჩევანს და დაიკავო ნეიტრალური, პასიური პოზიცია. რომელიმე მათგანის მხარდაჭერა ნიშნავს იყო თანამონაწილე და პასუხისმგებელი მათი გუნდის საქმიანობის.

-მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყავით და წესით საზოგადოებას თქვენზე ბევრი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ნუ მიწყენთ და არ გიცნობენ, ბევრმა არ იცის საიდან მოხვედით და ახლა რას საქმიანობთ.

-საზოგადოება ყოველთის იყურება სცენისკენ სადაც მათვის “შოუმენები” სპექტაკლებს დგამენ. მე საზოგადოების ზურგიდან გამოვედი “სცენაზე” და ვთქვი, რომ პოლიტიკური სპექტაკლები უნდა დამთავრდეს. უნდა დავასრულოთ სიძულვილით არჩევანის გაკეთება,დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ერთობლივი ზრუნვა, შრომა, რათა ავაშენოთ სახელმწოფო, რომელის მიზანი თითეული მოქალაქის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, თანასწორობა, სამართლის და კანონის უზენაესბა იქნება, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. თუმცა მე და ასევე სხვა არაკვალიფიცირებულ სუბიექტებს არ მოგვეცა საშუალება, სათანადოდ წავრდგენილიყავით საზოგადოების წინაშე.

პოლიტიზირებული მასმედია ახალ სახეებს იგნორირებას უკეთებდა, რათა ახალი სიტყვა არ მიგვეტანა ამომრჩეველამდე. ამჟამად ნაწილობრივ დაუბრუნდი ისევ საზოგადოებრივ საქმიანობას, ვმუშაობ ჩემს მესამე ლიტერატურულ კრებულზე, ასევე ვამზადებ ნაშრომს ფიზიკის სფეროში გრავიტაციის წარმოშობის თეორიის შესახებ.

-ალბათ თავიდან იცოდით რომ წაგებულ ბრძოლაში შედიოდით ამ ეტაპზე მაინც, მაშინ რა იყო თქვენთვის საპრეზიდენტო არჩევნები?

-წლის დასაწყისშივე ნათელი იყო ჩემთვის ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით. ვხედავდი იმასაც, რომ სახელისუფლებო კრიზისი გარდაუვალი იყო და ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდოდა. ეს პროცესი გამოიწვია ერთი მხრივ მმართველი გუნდისგან სახელმწიფო მართვის არ ცოდნამ და ამავე დროს ხელისუფლების სრული უზურპაციის მცდელობამ. ის ხელისუფლება რომელმაც არ იცის არაფერი, არ აკეთეს არაფერს და უნდა ყველაფერის მართვა განწირულია! მარიონეტებით და პარტიული ტყვეებით გადავსებულ ხელისუფლებას არ შეუძლია არათუ აშენოს სახელმწიფო ინსტიტუციები, არამედ აშენებულის მართვის უნარიც არ გააჩნია.

მონები, პარტიული მარიონეტები ვერასოდეს ააშენებენ სრულფასოვან სახელმწიფოს. სწორედ ეს გახდა მიზეზი შევსულიყავი ამ ბრძოლაში და საზოგადოებისათვის მიმეცა ალტერნატივა. დამოუკიდებელი კანდიდატები; თედიაშვილი, ანდრიაძე, ჭიჭინაძე იყო პოლიტიკური ლაბირინთის სამი კარი, რომლიდანაც საზოგადოებას შეეძლო ქოც ნაცური აგონიიდან გამოსვლა.

-სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, საკმაოდ აქტიურობთ და სხვათაშორის პირდაპირ, დაუფარავად ამბობთ სათქმელს, ხომ არ არის ეს გზის გაკაფვა მომავალი არჩევნებისთვის, მითუმეტეს რომ მესამე ძალის ადგილი ვაკანტურია.

-დიახ, ყოველთვის ვაფქსირებ აზრს, ამა თუ იმ მოვლენებზე. ვცდილობ ვიყო მიუკერძოებული, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობას და გაღიზიანებას მიკერძოებული საზოგადოების მხრიდან; რატომღაც ასეთ ადამიანებს არა ნათქვამის სიმართლე აინტერესეთ არამედ იმას ეძიებენ “ვისტი” ხარ. ქ ოცნებსათვს პირველი ჩემი რჩევა და პროგნოზი 2013 წელს იყო, სადაც დავგმე მიდგომა და ჭირვეულობა ივანიშვილის, როდესაც მან წაუყენა საზოგადებას ერთგვარი ულტიმატუმი”ან მარგველაშვილის აირჩევთ ან დავტოვებ პოლიტიკასო” ბოლო პროგნოზი იყო აგვისტოში ჯერ კიდევ მყარად მდარ ლართან დაავშირებთ, როდესაც ვთქვ რომ არჩევნების დამთავრებისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2.7 ნიშნულს გასცდება , ხოლო საახალწლოდ იანვარში 3 ნიშნულს მიაღწევს. მაშინ აგვისტოში ეს პროგნოზი ბოდვად ჩამითვალეს, თუმცა ოქტომბერში საზ მაუწყებლობის პირდაპირ ეთერში დებატების დროს გაახსენდათ და ამ თემაზე ახსნა განმარტებაც გავაკეთე. რაც შეეხება მესამე ძალას დღეს ის აუციებლობას წარმოადგენს, მაგრამ ეს ძალა უნდა იყოს თვითნაბადი და წამოსული უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან და არა ხელოვნურად შექმნილი, როგორც ცდილობენ ოცნების სატელიტებად ჩამოყალიბდნენ: “ახალი ოცნება” “ნაღდი ოცნებისტები”თუ “ორათასთორმეტიანელები”

-როგორ ფიქრობთ შუაგაკრეფილია?

-არა, შუა ჯერ არ შობილა. საზოგადოებას დაწყებული აქვს შობის წინა ტკივილები და იმედია ძალა ჯანმრთელი დაიბადება. რაც შეეხება გაკრეფას, იქით მოუწევს ბევრ პოლიტიკურ პარტიებს თუ პოლიტიკოსებს გაკრეფვა!

როგორ ფიქრობთ ვინ არ მისცა, ან რატომ არ მიეცა საზოგადოებას საშუალება ახალი სახეები დაენახა? თუ თავად საზოგადოებას არ უნდა დაინახოს?

-ახალი დამოუკიდებელი სახეები, არც ქართულ ოცნებას აწყობს და არც ნაციონალურ მოძრაობას. მათ ურჩევნიათ, რომ საზოგადოებამ ყოველთვის მათ ორს შორის გააკეთოს არჩეარჩევანი. ოცნების ხელისუფლებას, ნაციონალების მიმართ საზოგადოების სიძულვილი ამაგრებს, ხოლო ნაციონალების გაძლიერებას ხელს უწყობს ქ.ოცნება თავისი უუნარო სახელმწიფო, მარიონეტული მართვით. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ეს “კინკლაობა” საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, გონების გასაფანტავად სჭირდებათ. როცა სჭირდებათ ჩხუბობენ ხალხის დასანახად და როცა უნდა მშვენივრად კოაბიტაციობენ.

-თქვენ რა დაგანახათ წინასაარჩევნოდ ხალხთან შეხვედრებმა და საუბარმა?

-საზოგადოება აღარ ენდობა არც ერთ დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალას. მათ იციან, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი შესაცვლელია, მაგრამ არ იციან ვის ენდონ, რატომ ენდონ და რისთვის ენდონ.

-მეორე ტურიც მოახლოვდა, საკმაოდ ბევრი დაპირება ისმის ორივე კანდიდატის მხარდამჭერებისგან, პირადად თქვენ თუ გჯერათ მათი და თქვენი აზრით, ხომ არ დააგვიანეს?

-დღეს ისევ ორივე მხრიდან ისმის თხოვნა: “მოგვეცით კიდევ ერთი შანსი” ცხრა წელი ნაციონალების მართველობის და ექვსი წელი ქარული ოცნების მართველობის დროს ჩვენ საზოგადოებამ არაერთი შანსი მივეცით და მათ ეს შანსი თავის დროზე უნდა გამოეყენებინათ. დღეს უზნეობად მიმაჩნია მათი მხრიდან კიდევ ერთი შანსის მოთხოვნა. ჩვენ არ გვაქვს ამდენი დრო. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა მოვახერხოთ პოლიტიკოსების სწრაფი გადამუშავება.

პოლიტიკოსმა, რომელმაც ვერ ივარგა ქვეყნისთვის მას საზოგადოება აღარ უნდა მიუბრუნდეს. არ არის საჭრო “მკვდრებში ვეძიოთ ცოცხალი”, როდესაც უამრავი ერთგული შვილი ჰყავს ჩვენს ქვეყანას.

-როგორ გგონიათ, 1 წელში მართლა არის შესაძლებელი ყველაფრის გამოსწორება და მთავარი-არის ამის ნამდვილი ნება თუ წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად გაჟღერებული ფრაზაა?

-ერთ წელიწადში მართლაც ბევრი რამის გამოსწორებაა შესაძლებელი, ამისათვის მხოლოდ, კეთილი ნებაა საჭირო, მაგრამ როდესაც ექვსი წელი ეს ნება არ ჰგქონია, ნაკლებად მჯერა იმისა, რომ ეხლა ამ ხელისუფლებამ, რაიმეს გამოსწორება შეძლოს.

-თქვენც გგონიათ რომ წინა წეჟიმის მობრუნების საწინდარი იქნება ვაშაძის გამარჯვება? ან რომელ ნაცებს ვეუბნებით – არას? შედიან თუ არა მათ რიცხვში პორტირებული და სახელგამოცვლილი სახეები?

-ვაშაძის გამარჯვება არ იქნება წინა დამაშავე რეჟიმის მობრუნების საწინდარი, თუ ხელისუფლება სწორ ერისთვის სასარგებლო ნაბიებს გადადგამს და პირიქით წინა რეჟიმის დაბრუნების საწიდარი,სწორედაც სალომეს გამარჯვება იქნება, რადგან ეს გამოიწვევს ქ. ოცნების მოდუნებას და 2020 წელს პარლამენტში ურავლესობის დაკარგვას. ეს პროგნოზი კარგად დაიახსოვრეთ !

-სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსებისა და განცხადებების გამო საკმაოდ გაკრიტიკებენ, „ვიღაცისტობას“ გაწერენ, რას ფიქრობთ ხოლმე ასეთ დროს.

-“ენას ძვალი არ აქვსო”ნათქვამია. ვინ მიცნობს იციან, რომ არასოდეს ვყოფილვარ “ვიღაცისტი” ყოველთვის ვაფიქსრებდი იმას რასაც ვფიქრობდი. “ვიღაცსტობას” მაბრალებს ის, ვინც თვითონაა პოლიტიკურად ანგაჟირებული და ვიღაცისტი. დამოუკიდებელ, პარტიული ბორკილისგან თავისუფალ ადამიანს არასოდეს უწოდებიათ ჩემთვის ვიღაცისტობა.

როგორია თქვენი პროგნოზი-ვინ გახდება პრეზიდენტი და რა მოხდება შემდეგ?

-ვფიქრობ იმ შემთხვევაში თუ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, ოცნება გამოცოცხლდება და 2020 წელს ნაკლები დანაკარგი ექნება პარლამენტში, ხოლო თუ სალომე გაიმარჯვებს არ არის გამორიცხული ვადამდელი არჩევნები, სადაც ოცნების ფიასკო გარდაუვალი იქნება.

-გიხილავთ მომავალ არჩევნებზე კანდიდატად?

-არა.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...