Home » თქვენი სათქმელი » ფეხზე დავუდგეთ დედა სამშობლოს! ვალდებულნი ვართ! ერთობა და სიყვარული უძლეველს დაგვაძლევინებს!

ფეხზე დავუდგეთ დედა სამშობლოს! ვალდებულნი ვართ! ერთობა და სიყვარული უძლეველს დაგვაძლევინებს!

რუბრიკა

                             “თქვენი სათქმელი“

ნანა ხომასურიძე

არაამთავრობო ორგანიზაცია

„დიადი იმედების ათასწლეული“

-მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო თანამოქალაქენო,ჩემო თბილისო, ჩემო ბავშვობავ, ყრმობავ და სიყვარულო!!!!მოგესალმებით ჩემებო!!! მოგესალმებით იმედიანი და ამაყი მით, რომ ერთნი ვართ ფიქრსა და ზრახვაში, ერთნაირად გვტკივა და გვადარდებს,რომ ჩვენი შემართებითა და განგების შეწევნით, მშვიდობა მოვა ჩვენს ზედა…რომ ქართული და ქართველური დაუბრუნდება ჩვენს შვილებს ჩვენი თანადგომით…სიყვარულს ვასწავლით-სამშობლოს,მშობლისა და დედა ენის,ქართველი ერის ისტორიას არ დავავიწყებთ!!!

ასე იოლად ვერ დაგვცემს მტერი, ფეხზე დადგება ერი და ბერი!!!

სამშობლოსა და შვილების სიყვარული უძლეველს დაგვაძლევინებს და სიყვრული გაგავამარჯვებინებს!!!

გამოცდილება მწვრთნელისა ჯერ კიდევ ცოცხალია უფროს თაობაში და გენეტიკურად ნიჭიერებაც მოსდგამს ჩვენს მომავალ თაობას, მთავარი აღზრდაა…რაც ერთობ სავალალოა დღეს !!

არ ჩავკლათ ქართული სული და აღვადგინოთ მომავალი თაობის გონების წრთვნის, სულის სიმრთელის ქართველური ტრადიცია ,გულშემატკივარი გავხადოთ ყველაფრისა რასაც ქართული ჰქვია.ერთადერთ კითხვას შემოგბედავთ -გამოვიყენებთ ჩვენს პოტენციალს,ჩვენს გამოცდილებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობას კულტურა, განათლებასა და მეცნიერებაში, ზოგადად საკითხთა აქტიურ ორგანიზებასა და მართვაში?!გვჭირდება , სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ, განათლებული საქართველოსთვის თავდადებულ,გულანთებული და ერთგული მამულიშვილები.ჩვენნაირი ოჯახისშვილები?!ეს კითხვა , კარგა ხანია, უპასუხოდ რჩება…

საქართველო კი იღუპება!!!… არ შევდრკეთ!!! ფეხზე დავუდგეთ დედა სამშობლოს, ჩვენს წინაპართა ხსოვნას, მათ ნამოღვაწარს! ვალდებულნი ვართ!…

დიახაც ვჭირდებით,ჩვენი შვილების აწმყოს და მომავალს ვჭირდებით!დიახაც, ჯერ ვარსებობთ ამქვეყნად და არსებობს ის სიკეთე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი სიყვარულით ჩასდეს ჩვენს სულსა და გონებაში, ჩვენს გენში.

მაშ ყველანი ერთპირ და ერთ მუშტად შევიკარათ! ჩვენს მრავალეროვან საზოგადოებას ერთი სამშობლო,ერთი ტკივილი გვაერთიანებს, ქედი ვიხაროთ სამშობლოს წინაშე!!!

ჩვენ მხოლოდ სიყვარული და ერთგულება გადაგვარჩენს და გაგავამარჯვებინებს!

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...