Home » მთავარი » არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

ირაკლი კობახიძე – არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

 „არჩევნების დანიშვნა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა,რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ცესკო-ს გადასაწყვეტია როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ მაგალითად, სააკაშვილმა 2012 წელს ორშაბათ დღეს დანიშნა არჩევნები. თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლეს ისტორიაში, შესაბამისად აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...