Home » მთავარი » დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას

დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას

საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს – მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები საახალწლოდ მორთონ და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში, საახალწლოდ გააფორმონ.

„მინდა თხოვნით მივმართო პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, რომ საახალწლოდ ყველამ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდოს, რათა საახალწლო განწყობა შეიქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...