Home » არჩევნები » სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართავს.  პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება.

„მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ხუთი წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა, რათა შეცვლილი ყოფილიყო კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც, რომელიც გვიკრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტია, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ემიგრანტებიდან მხოლოდ 45 ათასი არის დარეგისტრირებული და მათ შორის ძალიან მცირე პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

„ეს ციფრები იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ერთგვარი გულგრილობა ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარების მიმართ და საჭიროა, რომ გაძლიერდეს თქვენი პოლიტიკური ჩართულობა”,- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/1651522724994215/

Facebook Comments
x

Check Also

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ულტიმატუმი ხადას მოსახლეობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის ...