You are here
“ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ის აპრიორი იქნება მიუღებელი მოსახლეობის მინიმუმ ნახევრისთვის” მთავარი საზოგადოება 

“ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ის აპრიორი იქნება მიუღებელი მოსახლეობის მინიმუმ ნახევრისთვის”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-ვინც საარჩევნო ტექნოლოგიებში ერკვევა, დამეთანხმება რომ ვაშაძის ერთმა ფრაზამ “ზაებალი ბლიად” უფრო მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე სალომეს მთელმა საარჩევნო შტაბმა. რუსეთუმეებმა მასში თავისიანი დაინახეს. შემთხვევით ასეთ ფრაზებს გამოცდილი დიპლომატები არ ისვრიან. მოკლედ, კარგი ფანდი იყო. სალომეს ნებისმიერი ფრაზა მას რეიტინგს უკარგავდა.

სწორი გათვლა იყო ასევე ნაციონალური ფრთიდან ორი რეიტინგული კანდიდატის დაყენება ხელისუფლების კანდიდატის საპირისპიროდ. ერთად მათ 50%-ზე მეტი მოაგროვეს, რაც მეორე ტურის წინ სალომეს ურთულესი ამოცანის წინაშე აყენებს.

ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს რომელი მოიგებს, ეროვნული ერთიანობის მიღწევას ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს. ფაქტი ერთია – ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ის აპრიორი იქნება მიუღებელი მოსახლეობის მინიმუმ ნახევრისთვის, რაც მის ისედაც მცირე ლეგიტიმაციას და ავტორიტეტს კიდევ უფრო შეამცირებს.

Comments

comments

Related posts