You are here
“ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა ვაშაძემ უნივერსიტეტში…” მთავარი პოლიტიკა 

“ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა ვაშაძემ უნივერსიტეტში…”

სოსო მანჯავიძე

-მოვუსმინე ბატონი გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა ბატონმა გრიგოლმა.

1. ის,” მრავალი, მათ შორის პირადი ხასიათის მიზეზის გამო”, მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა.

2.საქართველოს არ აწყობს ,რომ რუსეთმა და ამერიკამ მოილაპარაკონ ისლამურ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხში,ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აშშ-მ შეიძლება საქართველო რუსეთს “დაუთმოს”.

პირველ საკითხზე ვიტყვი,რომ ჰილარი კლინტონზე უფრო ოდიოზური, კორუმპირებული და ანტირელიგიური ფიგურა ძნელი წარმოსადგენია გლობალიზაციის ის ვერსია,რომლის ადეპტიც ბრძანდება ქალბატონი ჰილარი კლინტონი, წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს მთელი კაცობრიობისათვის.

ბატონი ვაშაძის მეორე თეზისიდან გამომდინარეობს,რომ საქართველოს არ აწყობს ზესახელმწიფოების მოლაპარაკება ისლამურ ტერორთან ბრძოლაში,ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს,რომ ეს მოლაპარაკება არ შედგეს,ანუ გახდეს იმ ძალების ინტერესების გამტარი რეგიონში,რომელსაც არ უნდა ასეთი მოლაპარაკება და ყველანაირად ხელს უშლის მას.

ანუ, ბატონი გრიგოლი საქართველოს როლს ზესახელმწიფოთა შორის მტრობის გაღვივებაში ხედავს და ამ როლის “შეფუთვას” ქართველების პატრიოტულ გრძნობებზე მანიპულირებით აპირებს,როგორც ამას წარმატებით ახერხებდა სააკაშვილი.

ერთხელ ხომ წარმატებით შევასრულეთ “გლობალური პროვოკატორის’ როლი 2008 წელს და მეორედ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.

რამდენიმე წელი კვლავ გავჩნდებით რადარებზე და ახალ “ქვების გროვებს” დავკარგავთ.
და ეს სრულიად ლოგიკურიც იქნება,ისეა ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი თვითგანადგურების ჟინით შეპყრობილი,რისი სიმპტომებიც,მათ შორის,ურთიერთსიძულვილი, ამნეზია და მოვლენებიდან ლოგიკური დასკვნების გამოტანის სურვილის არქონა გახლავთ.

Comments

comments

Related posts