You are here
„ჩვენი ჯარი“ თბილისის №139 საჯარო სკოლაში (ვიდეო) მთავარი სამხედრო საქმე 

„ჩვენი ჯარი“ თბილისის №139 საჯარო სკოლაში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თბილისის №139 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ უფროსკლასელებთან შეხვედრაზე შეიარაღებული ძალებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მოგვიანებით, ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია, მიზნები და ამოცანები, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. მათ სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სკოლის ხელმძღვანელობას, სამხედრო მოსამსახურეებსა და აქტიურ მოსწავლეს საჩუქრად გენერალური შტაბის სახელობითი მონეტები გადასცა.

პროექტს – „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

„ჩვენი ჯარის“ პირველი ეტაპი წელს გაზაფხულზე განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, 8 ოქტომბერს დაიწყო და 16 ნოემბერს დასრულდება. პროექტი მომდევნო სასწავლო სემესტრებშიც გაგრძელდება და საქართველოს საჯარო სკოლებს სრულად მოიცავს.
პროექტი მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

Comments

comments

Related posts