Home » მთავარი » „ვივუსმა“ უარი განაცხადა – კლიენტებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ

„ვივუსმა“ უარი განაცხადა – კლიენტებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ დავალიანების შეეხება შავ სიაში მყოფ იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე სესხი, თუმცა თითოეულის შემთხვევაში სესხის ძირი 2000 ლარს არ აღემატება.

მინისტრმა განაცხადა, რომ „ვივუსის“ კლიენტებს, რომლებიც შავ სიაში არიან, დავალიანება არ ჩამოეწერებათ, რადგან ამაზე კომპანიამ თავად განაცხადა უარი.

ცნობისთვის,  მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს.

ფინანსთა მინისტრის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...