You are here
„კარგად გავიაზროთ ბანკების უარი… გამჭვირვალედ დაგვიდონ  შეთანხმების შინაარსი“ ეკონომიკა მთავარი 

„კარგად გავიაზროთ ბანკების უარი… გამჭვირვალედ დაგვიდონ შეთანხმების შინაარსი“

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ დავალიანების შეეხება შავ სიაში მყოფ იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე სესხი, თუმცა თითოეულის შემთხვევაში სესხის ძირი 2000 ლარს არ აღემატება.

მთავრობის ამ განცხადებას ეკონომიკის დოქტორი დავით ნებიერიძე ეხმიანება.

-გთხოვთ ძალიან კარგად ჩაწვდეთ იმ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უარის შინაარსს და მოტივებს, თუ რატომ თქვეს უარი ვალების ჩამოწერის მთავრობის პროგრამაში:

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერ ბანკს პირველ რიგში აწყობს კლიენტის საკრედიტო დავალიანების დაფარვა, განურჩევლად იმისა თავად ფარავს ეს კლიენტი, თუ სხვა უფარავს. შესაბამისად, ახლავე ცალსახად გეუბნებით და გარწმუნებთ, რომ არავითარი „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ამ ვალების გასტუმრების ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას. მაქსიმუმ რასაც გააკეთებენ ეს მაფიოზები იქნება ის, რომ ოლიგარქიულ მაფიოზური გარიგების ხარჯზე ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად გამოუქვითავს ამ ზარალს ამ პროგრამაში მონაწილე რამოდენიმე ბანკს და არც ერთ თეთრს მოქალაქეების სანაცვლოდ არ გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება დიდი სიამოვნებით დასთანხმდებოდა ამ შემოთავაზებას.
ახლა ზედაპირულად მაინც გავიაზროთ რა ტიპის გარიგება შეიძლება დაიდოს ბიძინა ივანიშვილსა და იმ ბანკებს შორის, რომლებიც მას დასთანხმდნენ ამ გარიგებაზე. ეს გარიგება ეჭვგარეშე იქნება წმინდა წყლის ოლიგარქიულ-მაფიოზური გარიგება, რომლის შედეგადაც ბანკებს მიეცემათ საშუალება ამ ვალების ჩამოწერის საკომპენსაციოდ გაცილებით მასშტაბურად და ჩამოწერილ ვალებზე დიდი მოცულობის თანხები მიისაკუთრონ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან ანუ ბიძინა კი არ გადაიხდის ამ ვალებს ქართუს ფონდის ანგარიშებიდან, არამედ თითოეულ მოქალაქეს თავისი ჯიბიდან მოუწევს ამ ფულის ამოღება და თანაც ყველაზე ბინძური, კორუფციული და მაფიოზური გარიგებების შედეგად.
თუ რომელიმე ქოცი გაბედავს და შემეწინააღმდეგება, მაშინ პირველ რიგში აფსოლუტურად გამჭვირვალედ დაგვიდონ ივანიშვილსა და ბანკებს შორის დადებული შეთანხმების შინაარსი.

Comments

comments

Related posts