Home » მთავარი » თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს – 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა”, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

თემურ გორგაძე საარჩევნო ბლოკი:  „ქართული ოცნება“

2017 – დღემდე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი

2017 – მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ –   კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი

2017 –  მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი

2014/2016 –  მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი

2008/2010  –  შ.პ.ს  „ბრედ ჰაუსი“  –  დირექტორი

2005/2007 – შ.პ.ს  „ჭაბუკა“  –  დირექტორი

2001/2004  – შ.პ.ს  „ბარაკონი“  –  მთავარი ტექნოლოგი

1999/2001 – შ.პ.ს  „ბურჯი“  –  წარმოების უფროსი

1995/1999 –  შ.პ.ს  „ბურჯი“  –  მიმღებ-გამშვები

აქტივობა: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. სარევიზიო კომისიის წევრი. კრწანისის რაიონის მაჟორიტარი.

შეუჩერდა უფლებამოსილება

 

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...